„დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და III-IV ადგილები მაღალქულიანთა რეიტინგში“-ირგანჩაის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
18-10-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობენ.

დმანისის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული  მე-8 კლასელმა, ემილია ბაგიროვამ მოიპოვა ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები მურად კურბანოვმა და ნაზლი ალიევმა დაიკავეს.

„საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2017 წელს ჩაერთნენ და მუნიციპალურ ტურში მესამე ადგილიც მოიპოვეს; 2018 წელს მეოთხე-მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ. წელს, განახლებულ - დისტანციურ ფორმატში ჩვენი მოსწავლეები ისევ ჩაერთნენ. პირველი ეტაპი 21 მოსწავლიდან ექვსმა გადალახა; მეორე ეტაპში, დმანისის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 6-დან ერთი ქართული სექტორის მე-8 კლასელი ემილია ბაგიროვა, „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გახდა, იგივე კლასის მოსწავლე მურად კურბანოვმა მესამე, ხოლო მე-9 კლასელმა ნაზლი ალიევამ მეოთხე ადგილები დაიმსახურეს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს. სასიხარულოა, რომ პედაგოგების შრომას და მოსწავლეთა მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია. აი, ისინიც: ემილია ბაგიროვა, მურად კურბანოვი და ნაზლი ალიევა“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა დმანისელი მოსწავლე „ეტალონისა“ და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203