თბილისის N178 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლალი კერატიშვილმა პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო
18-10-2021
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პირველკლასელებისთვის იყო.
პატარა მოსწავლეებს პედაგოგი ლალი კერატიშვილი დიდი სიყვარულით დახვდა. მასწავლებელმა პირველკლასელებს საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი დააახვედრა.
„სიყვარულით, ემოციებით, მომავლის იმედით სავსე დღე. პირველკლასელობას გილოცავთ ჩემო პატარებო. მშვიდობიან, წარმატებულ, ბედნიერებით სავსე სასწავლო წელს გისურვებთ“, - აღნიშნა მასწავლებელმა, ლალი კერატიშვილმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს