ქვედა საზანოს N1 სკოლაში პროექტის - „რა განძი გვქონია“ მიზნისა და ამოცანების გასაცნობად  მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
18-10-2021

12 ოქტომბერს, ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ერთ ნაწილთან სასკოლო პროექტის - „რა განძი გვქონია“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის მიზანი იყო პროექტის მიზნისა და ამოცანების გაცნობა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩვენი მხარის არამატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშებზე. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი და მზაობა გამოხატეს პროექტში ჩასართავად. იყო საინტერესო შეკითხვები და საქმიანი წინადადებები...“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203