იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის სამმა მოსწავლემ ონლაინ კონკურსში საპრიზო ადგილები გადაინაწილეს
18-10-2021
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში I, II და III ადგილის მფლობელები გახდნენ.
„განათლების ეროვნული ინსტიტუტის“ ონლაინ პროექტში - „ჩემი კუთხე ჩემი ფესვებია!“ გამარჯვებულთა შორის იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა ლიდერობს. კონკურსის წესებს წარმოადგენდა: ვიდეოების შეფასებამდე (კომენტარი, გაზიარება, რეაქცია) აუცილებელი პირობა იყო ფეისბუქის მომხმარებელის მიერ „განათლების ეროვნული ინსტიტუტის“ ფეისბუქ გვერდის მოწონება, ხოლო შემდეგ დაკომენტარება (1 მომხმარებელის მიერ მხოლოდ ერთხელ), გაზიარება (1 მომხმარებელის მიერ მხოლოდ ერთხელ), ან სასურველ ვიდეოზე რეაქციის გამოხატვა; გაზიარებული ვიდეოს ინსტიტუტის გვერდიდან გაზიარების შესაბამის ველში (share) დანახვა. ამრიგად, საკონკურო პირობების შესაბამისად: I ადგილი დაიკავა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-84 კლასის მოსწავლემ - ქეთი ჩინჩალაძემ, II ადგილზე გავიდა ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლე - თამუნა გაბრიჭიძე, III ადგილი კი ერგო ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლე - გიორგი ლომიძეს! ვულოცავთ გამორჩეულ სასწავლებელს, გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ გულშემატკივრებს“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს