ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობდნენ
18-10-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მეხუთეკლასის მოსწავლეები კითხვის ცოდნის შემაფასებელ საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობდნენ.

აღნიშნული კვლევა საერთაშორისოა და მასში მსოფლიოს მასშტაბით სამოცამდე ქვეყანა მონაწილეობდა. 

ტესტირება დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS2021) საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.

„კითხვის ცოდნის შესაფასებელ კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს მასშტაბით სამოცამდე ქვეყანა, მათ შორის იყო საქართველო და ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები.
შეგახსენებთ, რომ ტესტირება მიმდინარეობდა დახურულ ფორმატში. 

კვლევა ჩატარდა უშუალოდ ქალბატონ ასმათ გვაჯაიას კოორდინატორობითა და ხელშეწყობით.
საგნის წამყვანი მასწავლებელი: ლიკა საჯაია გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი ნინო ჭანია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203