ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის ნობათი გამოფინეს
18-10-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის, ნანა ბედუკაძის ხელმძღვანელობით საშემოდგომო კუთხე მოაწყეს.
მოსწავლეებმა თავად ამოავლეს ჩურჩხელები და შემოდგომის დადგომა დამსწრე საზოგადოებას ლამაზად მიულოცეს.
„ბიწმენდის საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებლის, ნანა ბედუკაძის, ხელმძღვანელობით საშემოდგომო სურათი მოაწყვეს. მოსწავლეებმა თავად ამოავლეს ჩურჩხელები, სიმღერებით და ლექსებით მოგვილოცეს შემოდგომა“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.