„პანდემიის მიუხედავად, ვეცადეთ თუნდაც ერთი დღით შეგვეცვალა ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება“-თბილისის N71 სკოლის მოსწავლეები მუზეუმში იმყოფებოდნენ
18-10-2021
თბილისის N71 საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის მოტივაციის შესაქმნელად მუდამ ზრუნავს.

სკოლის დირექციის ხელშეწყობით მოსწავლეები ილუზიების მუზეუმში იმყოფებოდნენ.

„მხიარული, ლამაზი, საინტერესო და შესანიშნავი დღე მოვუწყვეთ ბავშვებს. პანდემიის მიუხედავად, ვეცადეთ თუნდაც ერთი დღით შეგვეცვალა ჩვენი და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება. ილუზიების მუზეუმი დაგვეხმარა ამ დღესასწაულის მოწყობაში. მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს ორგანიზებულობისა და ერთობისთვის. მადლობა ჩვენი სკოლის დირექციას: პაატა ჩორგოლაშვილს, მანანა ტალახაძეს და ლია ქობულაშვილს მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და იმისთვის რომ, მოგვცეს შესაძლებლობა, ეს ლამაზი დღე გვეჩუქებინა ბავშვებისთვის. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და მშვიდობას, რომ გვქონდეს იმის საშუალება ბევრი, ბევრი ბედნიერი დღე ვაჩუქოთ ერთმანეთს. მიყვარხართ“, - წერს პედაგოგი ეკატერინე მაისურაძე.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203