თბილისის N119 სკოლის პირველკლასელები დედა ენას მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით სწავლობენ
18-10-2021

თბილისის N119 საჯარო სკოლის პირველკლასელები დედა ენას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. 

პედაგოგმა, ირმა გოგოლაძემ პირველკლასელებს თემაზე - აი ია სახალისო და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით და აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„დღეს „აი ია“ მოგვიბრძანდა და გაგვახარა. ძალიან ლამაზი და შინაარსიანი გაკვეთილი გამოგვივიდა“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203