ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგის როლი მოირგეს
18-10-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა პედაგოგების როლი მოირგეს. 

აღნიშნული აქტივობის ინიციატორი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია პავლიაშვილი იყო. 

მაღალკლასელებმა გაკვეთილი მეორე კლასში ჩაატარეს.

„ბოდბისხევის საჯარო სკოლის კლუბის - „რწმენა“, მოსწავლეებმა მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, მოირგეს მასწავლებლის როლები და მეორე კლასში ჩაატარეს გაკვეთილები. მათ ხალისით წარმართეს საგაკვეთილო პროცესი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203