ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის სამი პედაგოგი წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობისთვის დაჯილდოვდა
15-10-2021
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის სამი პედაგოგი დაჯილდოვდა. 

მათემატიკის პედაგოგები მედეა სულაქველიძე და ლელა ონიანი მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, მრავალწლიანი ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისათვის, ქალაქის მერიამ დააჯილდოვა. ფიზიკის წრის ხელმძღვანელ დავით ნიშნიანიძეს კი საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისათვის „ამაგდარი მასწავლებლის“ სამკერდე ნიშანი გადაეცა. 

სკოლა ულოცავს პედაგოგებს ამ დიდ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს. 

„მასწავლებლის დღეს, ქალაქის მერია აჯილდოებს ქალაქის გამორჩეულ მასწავლებლებს. წელს მრავალწლიანი ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისათვის ჩვენი სკოლიდან დაჯილდოვდნენ მათემატიკის მასწავლებლები: მედეა სულაქველიძე და ლელა ონიანი, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისათვის „ამაგდარი მასწავლებლის“ სამკერდე ნიშანი გადაეცა ფიზიკის წრის ხელმძღვანელ დავით ნიშნიანიძეს. ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ამ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- ნათქვამია სკოლიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203