ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლე გიუნელ ისმაილოვამ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
15-10-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლე გიუნელ ისმაილოვამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებას მიაღწია. 

იგი მეორე ეტაპზე გადავიდა და სპეციალური ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დმანისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 66 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 15 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203