ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელები დაიმსახურეს
15-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

კონკურსში სკოლიდან შემდეგი სამი მოსწავლე მონაწილეობდა:

  • შოთა დიასამიძე;  
  • რუსუდან ჭაღალიძე;
  • თამრიკო ჭაღალიძე.
მათგან მეორე ეტაპზე თამრიკო ჭაღალიძე გადავიდა, რომელმაც ოქროს სიგელი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მეორე ეტაპი შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203