კიზილქილისას საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ
15-10-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

კონკურსის პირველ ეტაპზე 6 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 4 მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. დანარჩენებმა კი „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი მიიღეს. 

პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • ირადა გასანოვა - XI კლასი;
  • ცინარა გასანოვა - X კლასი;
  • აიტაჯ ალიევა - IX კლასი;
  • როვშან ალიევი - IX კლასი;
  • დიანა მამედოვა - X კლასი;
  • აისუნ მამედოვა - IX კლასი.
4-მა მოსწავლემ - ირადა გასანოვამ, ცინარა გასანოვამ, აიტაჯ ალიევამ, როვშან ალიევმა, ოქროს სიგელები მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დმანისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 66 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 15 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203