„ეტალონმა“ წყაროთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
15-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

კონკურსში სკოლის შვიდი მოსწავლე მონაწილეობდა:

  • გიორგი ნაკაშიძე;
  • გიორგი ნაკაშიძე;
  • ლუკა გოგრაჭაძე;
  • ლიკა შარაშიძე;
  • ანრი შარაშიძე;
  • ლუკა ზოიძე;
  • სალომე ვანაძე.
მათგან მეორე ეტაპზე მე-8 კლასის მოსწავლე ანრი შარაშიძე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მეორე ეტაპი შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203