„ეტალონმა“ იაღუფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
15-10-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - მასმა ბაირამოვას, ნაიდა ბაირამოვას, ლალა მირზაევას, ნურაი მამედოვას, თურანა ახმედოვას, ელმარ მიქაილოვს, საჰილა სულეიმანოვას, აისუნ ვალიევას, იუსიფ ახმედოვს, ნარმინა ახმედოვას და აბბა კოჯაევს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დმანისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 66 მოსწავლე, რომლებიც დღეს, ერთმანეთს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 15 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს