დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ოქროს სიგელები მოიპოვეს
15-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

კონკურსში სულ 14 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან შემდეგი ხუთი მათგანი მეორე ეტაპზე წარმატებით გადავიდა და ოქროს სიგელები დაიმსახურეს:

  • თამუნა დიასამიძე;
  • ნინო დიასამიძე;
  • მანუჩარ დავითაძე;
  • ლიზა პაქსაძე;
  • ანრი ზოიძე.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მეორე ეტაპი შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203