ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება
15-10-2021
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში რეკომენდაციებისა და რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

„პროგრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სკოლის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება.

„ჩვენთან სწავლა სრული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
სკოლაში სავალდებულოა პირბადის ტარება, საკლასო ოთახებში და დერეფნებში განთავსებულია სადეზინფექციო ხსნარები,
რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203