კაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
15-10-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

დმანისის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - აფსანა ისმაილოვას, ელმინ სადიკოვს, ალი გუსეინოვს, თახმაზ ბაირამოვს, ქაზიმ აბდულაევს, ჩინარა გუსეინოვას, რუსლან ნაბიევს და გუნელ ისმაილოვა „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დმანისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 66 მოსწავლე, რომლებიც დღეს, ერთმანეთს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 15 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203