ფურტიოს საჯარო სკოლის 6-მა მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 17 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 6 მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. ხოლო დანარჩენებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
ოქროს სიგელები შემდეგმა მოსწავლეებმა დაიმსახურეს:
- ნიაზ მახარაძე;
- მიშა მახარაძე;
- დაჩი დიასამიძე;
- მარიამი ბერიძე;
- ასმათ ბერიძე;
- ბექა ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „შუახევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.