დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. კონკურსში 8 მოსწავლე მონაწილეობდა:
- თურკანა ნაბიევა - X კლასი;
- იაზაგულ ალიევა - X კლასი;
- გიუნაი მამედოვა - X კლასი;
- ლამია მურადოვა - XI კლასი;
- საქით მამედოვი - XI კლასი;
- ვენერა მურადოვა - X კლასი;
- საბინა მამედოვა - XI კლასი;
- ლამან ისკანდაროვა - X კლასი.
მათგან ერთი, ლამან ისკანდაროვა მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმასახურა, ხოლო დანარჩენები „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დმანისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 66 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯობრნენ. კონკურსის II ეტაპი 15 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: