თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში
15-10-2021
თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ. 

ამჯერად, მეცხრეკლასელებმა - ნინო კაპანაძემ და ანი დათიშვილმა და მერვეკლასელმა გიორგი ქუშაშვილმა izrune.ge -ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადა წარმატებით გაიარეს და მეორე ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

zrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203