თბილისის N16 სკოლის მოსწავლეებს - ბარბარე ბენდელიანს და საბა ჭოხონელიძეს izrune.ge-ს  შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვთ
15-10-2021
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ. 

ამჯერად, მეხუთეკლასელმა ბარბარე ბენდელიანმა და მეორეკლასელმა საბა ჭოხონელიძემ  izrune.ge-ს სექტემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203