ნიგაზეულის საჯარო სკოლის 3-მა მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებას მიაღწიეს.კონკურსის პირველ ეტაპზე 13 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 3 მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. დანარჩენებმა კი „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი მიიღეს.
ოქროს სიგელის მფლობელები გახდნენ:
- ნინი კეკელიძე - VIII კლასი;
- ბაჩუკი აბაშიძე - VIIIკლასი;
- ნინო ხიმშიაშვილი - VIII კლასი.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „შუახევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: