„კიდევ ერთი წარმატებული ახალგაზრდა ახმეტის ინოვაცოების ცენტრიდან. იაკობ სამუკაშვილი მეათე კლასის მოსწავლეა, მან წარმატებით გაიარა ახმეტის ინოვაციების ცენტრში ტრენინგები: Corel DRAW, SketchUp -ის 3D მოდელირება, HTML,&CSS, JavaScript, პითონის პროგრამული ენა და სხვა.
Corel DRAW პროგრამის (მენტორი გიორგი ურბეხაშვილი) გავლის შემდეგ საიტზე behance განათავსა პორტფოლიო, ხოლო fiverr.com-ზე გააკეთა განცხადება და კიდეც აქვს შეკვეთები: ბანერისა და სავიზიტო ბარათის დიზაინის, პროდუქტის შეფუთვის ლოგოს და შესაბამისად მცირე ანაზღაურებაც მიიღო.
იაკობი არის ახმეტის ახალგაზრდული იდეის წევრი და მუშაობს საკუთარი და ახმეტის ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების მიმართულებითაც“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო: