ამამლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
15-10-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დმანისის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის 9 მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცა. 

ჩემპიონატში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ: 

  • თარხან გურბანოვი - X კლასი;
  • თურალ რზაგულიევი - X კლასი;
  • ნიამადინ მუსაევი - XI კლასი;
  • ნურანა ალიევა - XI კლასი;
  • მირვარი გასანოვა - XI კლასი;
  • საბინა რზაგულიევა - XI კლასი;
  • გიაფატ მოხიადდინოვა - X კლასი;
  • ფიდან რუსტამოვა - XI კლასი;
  • თაგი მუსაევი - X კლასი.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დმანისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 66 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 15 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203