ნენიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზურა ქამადაძემ შუახევის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზურა ქამადაძე შუახევის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა.აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირველ ეტაპზე სკოლის 11 მოსწავლე მონაწილეობდა, 8 მათგანი მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. ხოლო დანარჩენებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
ოქროს სიგელები შემდეგმა მოსწავლეებმა დაიმსახურეს:
- დათო მამულაძე;
- ელენე მიქელაძე;
- მათე ქამადაძე;
- ზურა ქამადაძე;
- ლიზი მიქელაძე;
- ირაკლი მამულაძე;
- ნანა მიქელაძე;
- ლიზი მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „შუახევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.