ბაზაქლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის 4 მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცა.
ჩემპიონატში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- თახმინა ქარიმოვა - VIII კლასი;
- ასიფა მუსაევა - VIII კლასი;
- სიბელ ამიროვა - VIII კლასი;
- ისა მუსაევი - IX კლასი.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დმანისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 66 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 15 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: