მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლის ლაურა მაკარაძის წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
15-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლე ლაურა მაკარაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებას მიაღწია.
იგი მეორე ეტაპზე გადავიდა და სპეციალური ოქროს სიგელი დაიმსახურა.
სკოლიდან ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სულ 12 მოსწავლე მონაწილეობდა. ყველა მათგანს „ეტალონის “ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „შუახევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს