სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს მუსიკის შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ
15-10-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებულად საინტერესო და დასამახსოვრებელი მუსიკის გაკვეთილი ჩაუტარდათ.
მუსიკის პედაგოგმა ია მანოშვილმა მოსწავლეებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ სასკოლო ნივთის გამოყენებით მუსიკის შექმნისა და რიტმის ხელოვნება დაანახა.
აღნიშნულ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაშ დიდი ინტერესით ჩაერთვნენ. მათთვის ასეთ აქტივობაში მონაწილეობა დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა.