დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
15-10-2021
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 7 მოსწავლე მონაწილეობდა:
  • გიგა ბოლქვაძე;
  • ირაკლი სურმანიძე;
  • ლანა ფუტკარაძე;
  • სალომე სურმანიძე;
  • ლინდა ფუტკარაძე;
  • ნინი აბაშიძე;
  • სალომე ბოლქვაძე;
4 მათგანი - გიგა ბოლქვაძე, ირაკლი სურმანიძე, ლანა ფუტკარაძე და ლინდა ფუტკარაძე, მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ ლანა ფუტკარაძე შუახევის ჩემპიონატის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში 3 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „შუახევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203