ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლე ლინდა დიასამიძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
15-10-2021
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

კონკურსის I ეტაპში სკოლის 10 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან მეორე ეტაპზე გადავიდა ლინდა დიასამიძე, რომელმაც ოქროს სიგელი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მეორე ეტაპი შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203