ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
15-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

კონკურსში სკოლის 6 მოსწავლე მონაწილეობდა:

  • ლუკა ზოიძე;
  • თამთა ზოიძე;
  • ლუკა ტაკიძე;
  • თამარ ზოიძე;
  • ნინი ბერიძე;
  • მალვინა ზოიძე.
მათგან მეორე ეტაპზე ლუკა ზოიძე და მალვინა ზოიძე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მეორე ეტაპი შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203