წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მოწამეთას ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
15-10-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით ეკოკლუბის გასვლითი აქტივობა მოეწყო, რა დროსაც მოსწავლეებმა მოწამეთას ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ასევე, ეკოკლუბის წევრებმა ლიდერად მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი მიქელაძე აირჩიეს.

გასვლითი აქტივობა ეკოკლუბის ხელმძღვანელის ნატალია მანდარიას ორგანიზებით მოეწყო.

„ოტია იოსელიანის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის  დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით და სკოლის ეკოკლუბის მეურვის, ნატალია მანდარიას ორგანიზებით მე-10 (კლასის ხელმძღვანელი - ინგა არაბიძე)  და მე-10 (კლასის ხელმძღვანელი - თამილა თუთბერიძე) კლასების ეკოკლუბის  წევრები გასვლითი აქტივობით იმყოფებოდნენ მოწამეთაში. მოსწავლეებმა მოწამეთობის აღსანიშნავად, ეკოლოგიურად დაასუფთავეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და აირჩიეს ეკო- კლუბის ლიდერად მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი მიქელაძე“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203