კამარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
15-10-2021

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დმანისის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ელზა ასკაროვას, გულლუ შაჰისმაილოვას, გუმბატ ოვციევს, მამედ რამაზანოვს, მალვინა ნასიბოვას „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ, კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის კი გუნაი მამედოვამ, რამაზან მაგარლამოვიმ და სამაია მამედოვამ ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში დმანისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 66 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 15 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203