შუახევის მუნიციპალიტეტიეს სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. დისტანციურ კონკურსში სკოლის 8 მოსწავლე მონაწილეობდა:
- ლანა დავითაძე;
- დავითი დავითაძე;
- ნიკა ზოიძე;
- ლიკა ზოიძე;
- ლიზი დავითაძე;
- ზურიკო თავდგირიძე;
- მუხრანი ზოიძე;
- თემური თავდგირიძე.
მოსწავლეებიდან ორმა - ლიზი დავითაძემ და თემური თავდგირიძემ მორე ტურში წარმატებული მონაწილეობისათვის ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მეორე ეტაპი შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: