ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატების ხელოვნებას სწავლობენ
15-10-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში დებატების შესახებ ტრენინგი მიმდინარეობს.

სწავლების თემა „დებატების მართვა“ იყო. მასში სკოლის მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. 

აღსანიშნავია, რომ სწავლება გრძელვადიანია და დეკემბრის ბოლმდე გაგრძელდება. 

„ბოდბისხევის საჯარო სკოლაში Georjgan institute for debate and education-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „დებატების მართვა“. ტრენინგს ესწრებოდნენ  მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები. დებატების შესახებ სწავლება გაიმართება დეკემბრის ბოლომდე. ონლაინ ზუმის პლატფორმით და სასკოლო სივრცეში“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203