ჰერეთისკარის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედალი საზეიმო ვითარებაში გადაეცა
15-10-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ დიანა ბერიძეს კუთვნილი ოქროს მედალი საზეიმო ვითარებაში გადაეცა. 

მას მედალი და დიპლომი სკოლის დირექტორმა მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა გადასცა. 

„სკოლა ყოველთვის ეცდება, რომ მისცეს მოსწავლეებს ისეთი ცოდნა და განათლება, რომელიც მათ წარმატებულ ცხოვრებას შეუწყობს ხელს“,-  თქვა სკოლის დირექტორმა მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა.

წარმატებულ კურსდამთავრებულს სკოლა და დირექტორი წინსვლას უსურვებენ.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დიანა ბერიძემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან კუთვნილი ჯილდო -  ოქროს მედალი მიიღო. ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა დიანა ბერიძეს კუთვნილი ოქროს მედალი და დიპლომი საზეიმო ვითარებაში გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა“,- წერის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203