დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის საფეხბურთო შეჯიბრი გაიმართა
15-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის, მახინჯაურის განახლებულ სტადიონზე, საფეხბურთო შეჯიბრი გაიმართა. 

აღნიშნულ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს. 

შეჯიბრი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ მოსწავლეთა ხსოვნას მიეძღვნა. 

პირველი ადგილი XII კლასმა დაიკავა. საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს სიმბოლურად სპორტული თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ. 

„ოქტომბერს, მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მახინჯაურის განახლებულ სტადიონზე კლასებს შორის საშემოდგომო, საფეხბურთო შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბათუმში, 8 ოქტომბრის ტრაგედიისას დაღუპულ მოსწავლეთა ხსოვნა მიეძღვნა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს IX, X, XI, XII კლასის გუნდებმა.
საფინალო შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
  • პირველი ადგილი - XII კლასი;
  • მეორე ადგილი - X კლასი;
  • მესამე ადგილი - XI კლასი.
საპრიზო ადგილის მფლობელებსა და მონაწილე ფეხბურთელებს სიმბოლურად სპორტული თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ
ასევე, ბათუმის ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინიციატივით, ბათუმის დინამოს პირველივე თამაშზე, როდესაც მაყურებელთა დაშვება იქნება თავისუფალი, შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეები მიწვეული იქნებიან მატჩზე და მათ ასევე უმასპინძლებს სამშენებლო კომპანია „კოლოს რეზიდენსი“.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის სპორტის პედაგოგებს - ასლან დვალიძესა და ბესიკ დონღვანს შეხვედრის ორგანიზებისათვის.

მადლობა FC Makhinjauri-ის ადმინისტრაციასა და ბატონ ჯუმბერ მახარაძეს ხელშეწყობისა და დახმარებისათვის.
მადლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს ბატონ მამული ლომაძეს იმ შრომისათვის, რომელსაც მოჰყვა ის, რომ დღეს ჩვენს მოსწავლეებს აქვთ საშუალება დაკავდნენ აქტიური სპორტული ცხოვრებით თავისსავე უბანში და ითამაშონ კომფორტულად“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203