დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები „დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის“ გუნდში გაწევრიანდნენ. გუნდში შემდეგი 4 მოსწავლე გაწევრიანდა:
- ლიზი მაძღარაშვილი;
- ფრიდონ იაკობიშვილი;
- მარიამ ყოჩიაშვილი;
- ქეთი ჩუბინიძე.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
„ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის ოთხ მოსწავლეს: ლიზი მაძღარაშვილს, ფრიდონ იაკობიშვილს, მარიამ ყოჩიაშვილსა და ქეთი ჩუბინიძეს "დედოფლისწყაროს ახალგაზრდული იდეის" გუნდში გაწევრიანებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.