ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.შუახევის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის - რომა აბუსელიძეს, ლიზი ხუჯაძეს და დიეგო ხუჯაძეს ოქროს სიგელები გადაეცათ.
ამასთან, რომა აბუსელიძე შუახევის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდა და მე-8 ადგილი დაიკავა.
„სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები გულითადად ვულოცავთ მიღწეულ წარმატებებს მოსწავლეებს და მათ ოჯახებს“,- ნათქვამია დირექციის მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „შუახევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა შუახეველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: