განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხარაგაულის საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსანტს უნდა ჰქოდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხი.
აღნიშნული თანამდებობის დაკავების მსურველებს მოეთხოვებათ:
- განათლების სფეროში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
- სახელმწიფო ენის ცოდნა;
თანამდებობრივი სარგო 1200 ლარია. განცხადების მიღების ბოლო ვადა კი 8 თებერვალი.
საკონკურსო თემატიკისა და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - დეტალური ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ამ სამსახურის უფროსი დავით კიკნაძე ხარაგაულის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.