ალპანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები გარემოსდაცვით თემებზე გამართულ ტრენინგს დაესწრნენ
15-10-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ნარჩენების გადამუშავებასა და გარემოსდაცვით ასპექტებზე გამართულ ტრენინგს დაესწრნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი ავრცელებს.
ტრენინგი ჩეხეთის „კარიტასის“ პროექტის - „ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში", ფარგლებში ჩატარდა.
„აი, ასეთი დროული, საინტერესო და მნიშვნელობანი ღონისძიების თანამომაწილე გახდნენ ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ჩეხეთის კარიტასი საქართველოში პროექტის ,,ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში" ფარგლებში ჩატარდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის ეკოკლუბებისათვის ტრეინინგი თემაზე ,,ნარჩენების მართვა-გარემოსდაცვითი ასპექტები თანამედროვე მიდგომები და სათანადო მართვის აუცილებლობა." ტრენერი ლევან ზაზაძე. ორგანიზატორი პროექტის მთავარი მობილიზატორი რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის დირექტორი ნანა სოხაძე. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო“,- წერს ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს