ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
15-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ჩემპიონატს პირველ ეტაპში 3 მოსწავლე მონაწილეობდა: 

  • ლიზა ცინცაძე;
  • ემზარ ცინცაძე;
  • ლიკა გოგრაჭაძე.
მათგან ერთი ლიკა გოგრაჭაძე კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. დანარჩენ ორ მოსწავლეს კი „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა. 

სკოლა მადლობას უხდის „ეტალონსა“ და შუახევის რესურსცენტრს. 

„ოქროს ასოებით ამოტვიფრული ოქროს სიგელი!
ტაკიძეების საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე, ლიკა გოგრაჭაძე, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპზე გადავიდა.
ვულოცავთ წარმატებულ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და მადლობას გიხდით ინტელექტ-პროექტ „ეტალონს“, მის ხელმძღვანელობასა  და შუახევის რესურსცენტრს, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების კუთხით მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203