ქვემო ქედის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მოსწავლეებმა კონკურსში მოგებული ვაუჩერებით შეძენილი წიგნები შემატეს
15-10-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალგაზრდულ კონკურსში მოგებული ვაუჩერებით შეძენილი წიგნებით სკოლის ბიბლიოთეკა გაამდიდრეს. 

მოსწავლეებმა კონკურსში - „ახალგაზრდობა კოვიდის წინააღმდეგ" გაიმარჯვეს. მათ პრიზები სკოლამაც გადასცა. 

საჩუქრები გადაეცა დედოფლისწყაროს „ეტალონ მოსწავლეს“ გიორგი ცაბაურაშვილსაც, რომელსაც წილად ხვდა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო სკოლის ეზოში დაშვებული დროშის აღმართვა.

„12 ოქტომბერს ჩვენი სკოლის ეზოში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დაშვებული სახელმწიფო დროშის აწევა წილად ხვდა მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს გიორგი ცაბაურაშვილს სკოლამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა გიორგის და მასთან ერთად „ახალგაზრდობა კოვიდის წინააღმდეგ“ კლიპის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომელთაც სკოლის ბიბლიოთეკა მოგებული ვაუჩერით შეძენილი წიგნებით გაამდიდრეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203