„გახსოვდეთ სწავლით, მიზანდასახულობით, შრომით და მონდომებით ყველაფერს მიაღწევთ“- თბილისის N178 სკოლის პედაგოგის, ია გიორგაძის მიმართვა პირველკლასელებს
15-10-2021
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებს დამრიგებელი, ია გიორგაძე განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა. სკოლაში მათი კლასი მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

პირველი დღის ამსახველ ვიდეო დამრიგებელი ია გიორგაძე ავრცელებს. 

„ჩემო პატარა მეგობრებო, გილოცავთ ცოდნის ტაძარში შემობრძანებას, მინდა ყოველი დღე თქვენთვის წარმატებისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს, მინდა მუდამ ვამაყობდე თქვენით, მინდა მუდამ ღიმილი ამშვენებდეს თქვენს სახეს, გახსოვდეთ სწავლით, მიზანდასახულობით, შრომით და მონდომებით, ყველაფერს მიაღწევთ“,- წერს პირველი კლასის მასწავლებლი ია გიორგაძე.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203