„პედაგოგებს სჭირდებათ ეკონომიკური მხარდაჭერა და მეტი სასწავლო რესურსი“- ნუნუ თოშხუა, ახალბედისეულის საჯარო სკოლის დირექტორი
15-10-2021

კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება და სრულყოფილი სასწავლო გარემოს შექმნა ამბობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ თოშხუა და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს.

- სკოლაში იგრძნობა. . . 
- სრული მზადყოფნა სასწავლო პროცესის წარმართვისთვის, როგორც ბავშვებში ასევე პედაგოგებში.

- მოსწავლეს სურს. . . 
- სურს ისწავლოს საკლასო ოთახში, მეგობრებთან და მასწავლებლებთან ერთად.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . . 
- სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება და სრულყოფილი სასწავლო გარემოს შექმნა.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . . 
- ობიექტურად მივიღოთ გადაწყვეტილება რაიმე  საკითხის მიმართ.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . . 
- არ იყოს პანდემია. იყოს უფრო მეტად დემოკრატიული, თავისუფალი და განათლებული საქართველო.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . . 
- ეკონომიური მხარდაჭერა და მეტი სასწავლო რესურსები.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .
- საქართველოს ისტორიას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203