ვაკიჯვრის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ოლია სვანიძემ პირველკლასელებს ლამაზი ვიდეორგოლი მიუძღვნა
15-10-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს დასწრებით ფორმატში განახლდა. სწავლის საკლასო ოთახებში განახლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პირველკლასელებისთვის იყო.
პატარა მოსწავლეებს დამრიგებელი ოლია სვანიძე განსაკუთრებულად დახვდა. პედაგოგმა მოსწავლეებს ლამაზი ვიდეორგოლი მიუძღვნა, სადაც ის და მისი აღსაზრდებელი მონაწილეობენ.
ოლია სვანიძე პირველკლასელებს გულთბილად შეხვდა, სკოლის დაწყება მიულოცა და წიგნის სიყვარული, სიბეჯითე უსურვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს