ბათუმის N4 სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგ ლალი ჯაფარიძეს განათლების სამინისტრომ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი გამოცდის გარეშე მიანიჭა
14-10-2021

ბათუმის N4 საჯარო სკოლის პედაგოგ ლალი ჯაფარიძეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი გამოცდის გარეშე მიანიჭა. 

„განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე, ბათუმის N4 საჯარო სკოლის სპეციალურ მასწავლებელს - ლალი ჯაფარიძეს მიენიჭოს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი“,- ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ხელმოწერილ ბრძანებაში.

ლალი ჯაფარიძე წლებია მუშაობს სპეციალურ მასწავლებლად. ის არის ბევრი წარმატებული პროექტის ავტორი და აქტიურად იცავს შშმ პირთა უფლებებს. არაფორმალური განათლების კუთხით მეოთხე სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ჩართული ყავს ბათუმის მერიის ახალგაზრდული განყოფილების სხვადასხვა ღონისძიებებში. 

აღსანიშნავია, რომ სპეცმასწავლებლების სასერტიფიკატო გამოცდები წელს პირველად ჩატარდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203