„გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, ავიცრათ და დავიცვათ რეგულაციები“- ირმა წაქაძე, ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
14-10-2021
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, შევქმნათ სკოლაში უსაფრთხო გარემო, ავიცრათ და დავიცვათ ჯანდაცვის რეგულაციები - ამბობს ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს. 

- სკოლაში იგრძნობა. . .
- გამოცოცხლება, გადამეტებული მზრუნველობა ერთმანეთისადმი, ურთიერთმონატრება, „პოზიტიური“ ხმაური და სურვილი ხშირი ურთიერთობების.

- მოსწავლეს სურს. . .
- იაროს სკოლაში, დაესწროს გაკვეთილებს, ბუნებრივი კომუნიკაცია ჰქონდეს თანატოლებთან და მასწავლებლებთან.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .
- შიშის შეგრძნება.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .
- გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. შევქმნათ სკოლაში უსაფრთხო გარემო. ავიცრათ და დავიცვათ ჯანდაცვის რეგულაციები.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .
- ბედნიერ სამყაროს, ეკოლოგიურად სუფთა დედამიწას, ყოველგვარი პანდემიის გარეშე. ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას, სიკეთის კეთების დიდ სურვილს, მეტ სიყვარულს.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .
- სახელმწიფოსგან მხარდაჭერა. განათლების სისტემის პრიორიტეტულობა.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .
- „რელიგიების ისტორიას“, ბიბლიის შესწავლას, ვებ და მობაილ პროგრამირებას და შრომით საქმიანობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203