ნიგვზარის საჯარო სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
13-10-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს დასწრებით ფორმატში განახლდა.

დირექტორმა, ინა ბიწაძემ სწავლის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა:

„4 ოქტომბერს კვლავ შეივსო ამ სკოლის დერეფნები, აჟრიამულდა ეზო. საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელების ბედნიერება გვაქვს. ვიცი, როგორ ელოდით ამ დღეს. დიახ, რეგულაციების მკაცრი დაცვით, უსაფრთხო გარემოზე  ზრუნვითა და დიდი ენთუზიაზმით შევუდექით სწავლას. თქვენი ნიგვზარის საჯარო სკოლა გელოდებოდათ! აქ სიყვარულითა და სიხარულით ანთებული გულებით გელოდით“, - წერს დირექტორი ინა ბიწაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203